დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე იყო. გავაკეთე ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია.ეს დღე იმით იყო მნიშვნელოვანი რომ ვიყავით ერთმანეთის "თეთრი" და "შავი" ოპონენტები რამაც კიდევ ერთხელ მომცა იმის საშუალება, რომ ნათლად დამენახა ჩემი მუშაობის სუსტი და ძლიერი მხარეები. მართლაც ბევრი რამ მომცა ამ ტრენინგებმა,ეხლა უკვე ზუსტად გავერკვიე იმ დეტალებში თუ რას მოიცავს პროექტებით სწავლება და რამდენად აუცილებელია სასწავლო პროცესში მისი გამოყენება.როგორ შეიძლება ეფექტურად გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. მასწავლებელი ხომ ის პროფესიაა რომელსაც მუდმივად სჭირდება უწყვეტი პროფესიული ზრდა. პროექტის განმავლობაში მიგებული უკუკავშირები მეხმარებოდა რათა ჩემი საქმე ბოლომდე მიმეყვანა."INTEL EDUCATION" საუკეთესო პროექტია რომელსაც უამრავი რესურსებია აქვს წარმატებული პროექტის დასაგეგმად და განხორციელებისათვის .
დიდი მადლობა ქალბატონო გვანცა სწორედ თქვენი დროული, მიზანმიმართული უკუკავშირებით შევძელი და არამარტო მე (მთელმა ჩვენმა ჯგუფმა) ჩემი შესაძლებლობების სწორად რეალიზება.
Sunday, May 17, 2015
Saturday, May 16, 2015
დღე მერვე
დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი. გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს. ეს დაგვეხმარება თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. როგორ გამოიყენონ მოსწავლეებმა კითხვების დასმის ტექნიკა,პრეზენტაციის მომზადება და ა.შ.
ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა და ბლოგზე ბმულების გაკეთება.ეს დაგვეხმარება რათა მარტივად გვქონდეს წვდომა საჭირო გვერდზე ნებისმიერ დროს.
დიდი მადლობა ქალბატონო გვანცა ვაფასებ თქვენს ენერგიას და ნებისყოფას.
ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა და ბლოგზე ბმულების გაკეთება.ეს დაგვეხმარება რათა მარტივად გვქონდეს წვდომა საჭირო გვერდზე ნებისმიერ დროს.
დიდი მადლობა ქალბატონო გვანცა ვაფასებ თქვენს ენერგიას და ნებისყოფას.
Tuesday, May 12, 2015
დღე მეშვიდე
ღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე გვქონდა.მიმოვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მოვახდინეთ უკუკავშირი 3–2–1–ის მეთოდით რაც დამეხმარება მიზანმიმართულად ვიმუშავო მოსწავლის შეფასებისას. განვიხილეთ მოდული 6.გავიხსენეთ მრავალმხრივი ინტელექტი და განვიხილეთ გარდნერისა და ბლუმის მატრიცა,რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებზე დავალებების გადანაწილებისას მათი ინტელექტის მიხედვით. ვისწავლეთ პორთფოლიოს მიბმა ბლოგზე.
Sunday, May 10, 2015
დღე მეექვსე
დღეს გავეცანი მეხუთე მოდულს – მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რომელიც მიზნებთან შესაბამისობაში უნდა იყოს და ამ ნაშრომის შეფასების რუბრიკის მომზადებას. გავეცანი როგორ მომზადდეს პრეზენტაცია power point -ში, რა უნდა იყოს თითოეულ სლაიდზე გაწერილი. მოვირგეთ მოსწავლის როლი, რომელიც არც ისე მარტივი ყოფილა.განვიხილეთ თანაგუნდელების ნიმუშები. ტრენერის უკუკავშირებით ჩამოვყალიბდები,როგორ ვიმუშაო მიზნობრივად.
Saturday, May 9, 2015
მეხუთე დღე
დღევანდელი დღე მნივნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პროექტებს, და მივიღეთ უკუკავშირები როგორც ტრენერისაგან ასევე თნაგუნდელებისგან.უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანი და მითუმეტეს დროული რომ სწორი მიმართულებით წავიდეთ მიზნისკენ. მივიღე კარგი რჩევები – პროექტიში სასწავლო პროცედურებთან და მიმარტულების მიმცემ საკვანძო კითხვებთან დაკავშირებით,რომელთაც გავითვალისწინებ.ანალოგიური აქტივობები დაგვეხმარება მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში,რაც მოტივაციას ზრდის და ამაღლებს თვითშეფასებასა და ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობას .
დიდი მადლობა ქალბატონო გვანცა გულმოდგინე მოსმენისა და კარგი რჩევებისათვის.
Sunday, May 3, 2015
მეოთხე დღე
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავეცანი შეფასების ხუთ ძირითად მიზანს რომელიც ნამდვილად დამეხმარება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა შეფასებისას. შევავსე შეფასების დროის სქემა რომელიც დავინახე როგორ მჭიდროდაა დაკავშირებული პროექტთნ .
Saturday, May 2, 2015
მესამე დღე
დღვანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი.ღღეს გავეცანი პროექტის მიმართულების მიმცემ პრეზენტაციას და პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს:ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. გავერკვიე თუ როგორ უნდა დავსვათ ეს ეკითხვები და როგორ შევუსაბამოთ პროექტის თემას.ცოტატი მერთულა ამ სესაბამისობების გაკეთება,მაგრამ ვფიქრობ რაღაცას მოვახერხებ.პროექტის თემა ,იდეა და კითხვები ავტვირთეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.
Sunday, April 26, 2015
დღე მეორე
დღეს გავაცანი ტრენერს ჩემი პროექტის თემა და იდეა.მივიღე მითითებები საკითხთან დაკავშირებით,მე ვფიქრობ ჩამოვყალიბდი, რომ პროექტის პრობლემა უნდა იყოს გამოკვეთილი ასევე მიზანი მკაფიო და ნათელი და მოსწავლის რა შედეგზე გავა ანუ რა იქნება საბოლოო პროდუქტი.საინრერესო იყო ინფორმაცია ბუკლეტების შესახებ,როგორ უნდა მომზადდეს,ასევე გავიგე რომ ვორდის დოკუმენტსაც გააჩნია პროგრამა სადაც შესაძლებელია მომზადდეს ბუკლეტები.დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო მადლობა. ვფიქრობ მომდევნო დავალებას უკეთ შევასრულებ.
Saturday, April 25, 2015
დღე პირველი
დღეს დავიწყე ინტელის პროგრამის მოსმენა.ძალიან მაინტერესებს რას მოიცავს ეს პროგრამა და შესაბამისად მაქვს დიდი მოლოდინები.მე ვფიქრობ ეს აუცილებელია და საჭირო იმისათვის რომ -21-ე საუკუნეში თავი დავიმკვიდრო, არ ჩამოვრჩე თანამედროვე ტექნოლოგიებს და გამოვიყენო აქტიურად ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
Subscribe to:
Posts (Atom)