დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე იყო. გავაკეთე ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია.ეს დღე იმით იყო მნიშვნელოვანი რომ ვიყავით ერთმანეთის "თეთრი" და "შავი" ოპონენტები რამაც კიდევ ერთხელ მომცა იმის საშუალება, რომ ნათლად დამენახა ჩემი მუშაობის სუსტი და ძლიერი მხარეები. მართლაც ბევრი რამ მომცა ამ ტრენინგებმა,ეხლა უკვე ზუსტად გავერკვიე იმ დეტალებში თუ რას მოიცავს პროექტებით სწავლება და რამდენად აუცილებელია სასწავლო პროცესში მისი გამოყენება.როგორ შეიძლება ეფექტურად გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. მასწავლებელი ხომ ის პროფესიაა რომელსაც მუდმივად სჭირდება უწყვეტი პროფესიული ზრდა. პროექტის განმავლობაში მიგებული უკუკავშირები მეხმარებოდა რათა ჩემი საქმე ბოლომდე მიმეყვანა."INTEL EDUCATION" საუკეთესო პროექტია რომელსაც უამრავი რესურსებია აქვს წარმატებული პროექტის დასაგეგმად და განხორციელებისათვის .
დიდი მადლობა ქალბატონო გვანცა სწორედ თქვენი დროული, მიზანმიმართული უკუკავშირებით შევძელი და არამარტო მე (მთელმა ჩვენმა ჯგუფმა) ჩემი შესაძლებლობების სწორად რეალიზება.
No comments:
Post a Comment